კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს სიტუაცია უკრაინაში და სირიაში. "ბიბისი" კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება , რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ძალისხმევას უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ერთიანი ანტიტერორისტული ფრონტი სირიაში. პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას მინსკის შეთანხმებათა შესასრულებლად, მათ შორის დონბასთან პირდაპირი დიალოგის დაწყებით, განახორციელოს ამნისტია და საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკთან იქნება შეთანხმებული. ასევე, ძალაში უნდა შევიდეს ცვლილება კანონში განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.