რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს გუშინ ჰავანას აეროპორტში შეხვდნენ და ორი საათის განავლობაში ისაუბრეს. ,,ბიბისი“ ამ შეხვედრას ისტორიულს უწოდებს და იტყობინება, რომ პაპმა რუსეთის პატრიარქს მოუწოდა, აღადგინონ ქრისტიანული ერთობა ორ ეკლესიას შორის.
პაპსა და რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელს შორის ეს პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც მე-11 საუკუნიდან ქრისტიანობა გაყოფილია მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებად.
მათ ერთობლივ დეკლარაციაში ასევე მოუწოდეს მსოფლიოს, რომ დაიცვას ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთში დევნისგან.
რომის პაპი მექსიკაში, რომელიც სიდიდით მეორე კათოლიკური ქვეყანაა, 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება. მას აეროპორტში მოსახლეობა და ქვეყნის პრეზიდენტი დახვდნენ.
პატრიარქი კირილი კი ვიზიტრით ბრაზილიასა და პარაგვაიში იმყოფება.