არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ბედნიერების მინისტრი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმის გადაწყვეტილებით, ლიუბნა ბენტ ჰალიდ ალ მასიმი შიდა ვაჭრობის მინისტრის პოსტიდან სხვა სამინისტროში გადაინაცვლებს და ტოლერანტობის მინისტრად განაგრძობს მუშაობას. ხოლო პრემიერის კანცელარიის ხელმძღვანელი ოჰუდ ალ-რუმი ბედნიერების მინისტრი გახდება.
პრემიერის თქმით, ტოლერანტობა სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია. ბედნიერება კი არ უნდა იყოს მხოლოდ სურვილი - ის უნდა იყოს მიზანი, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
„ეს არის ახალი გზა მიღწევებისკენ და ვთხოვთ ალაჰს, დაგვეხმაროს ადამიანებზე ზრუნვაში“ - აღნიშნავს პრემიერი.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში არაბთა გაერთიანებული საამიროები მეოცე ადგილზეა.