თბილისში სასტუმრო "Holiday Inn"-ის ასაშენებლად "საქართველოს ბანკი" სესხს გასცემს
"საქართველოს ბანკი" თბილისში სასტუმრო "Holiday Inn"-ის ასაშენებლად სესხს გასცემს. აღნიშნულ საკითხთან დავშირებით, 18 მაისს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციას "აჭარა გრუპის" გენერალური დირექტორი ივა დავითაიაც დაესწრება.
კონკრეტულად რა ოდენობის სესხი გაიცემა, გაჩეჩილაძე პრესკონფერენციაზე განაცხადებს. იქვე გახდება ცნობილი სესხის ვადა, პროცენტი და სასტუმროს მშენებლობის დეტალები.
პრესკონფერენცია ყოფილი სასტუმრო "აჭარასთან"' გაიმართება.