დღეს, 18 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში~ საქართველოში ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დანერგვასთან დაკავშირებით მომზადებული კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.