გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ციხისძირში მიმდინარე მოვლენებით, ცალკეული პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური დივიდენდების დაწერას ცდილობენ.
მისივე ინფორმაციით ის მცენარეები, რომელზეც დღეს არის საუბარი, თავს დროზე უნდა მოჭრილიყო.
,,იმ სანერგე მეურნეობაში ასე იყო გადაწყვეტილი. გადატანა გულისხმობს, რომ „ა“ წერტილიდან მცენარე უნდა გადავიდეს „ბ“ წერტილში, თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით არის თუ არა სათანადო უნარები გადატანისას იმისთვის რომ არ გახმეს, მე ამ დისკუსიაში მზად ვარ ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით, ხოლო თუ საერთოდ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი, ვფიქრობ, რომ ეს ლეგიტიმური პოზიცია არ არის“, - განაცხადა აგულაშვილმა.
იგი კატეგორიულად უარყოფს, რომ ხეების გადანერგვით ასრულებს ყოფილი პრემიერის დაკვეთას.
,,მე არც შეკვეთა მიმიღია, არც დამკვეთი ვიცი ვინ არის. ჩემი ინტერესების სფეროშია, ის ხე როგორ ცოცხლობდა „ა“ წერტილზე და ცოცხლობდეს „ბ“ წერტილში“, - განაცხადა მინისტრმა.
ციხისძირში, ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის პარალელურად, აქციის მონაწილეები ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. აღნიშნულ საკითხზე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზეც მსჯელობენ.