რუსეთში ფინანსური კრიზისი ღრმავდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თებერვლის თვეში ინფლაციამ ქვეყანაში 0,2 პროცენტი შეადგინა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი 9,2 პროცენტით განისაზღვრა. ამავე სტატისტიკით, პროდუქტებზე ფასები 0,2 პროცენტით არის გაზრდილი. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი 40 დოლარიან ნიშნულს მიაღწევს, როსსტატი წლიური ინფლაციის მაჩვენებლის 8,5 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობს, თუმცა ფინანსური ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ იძლევიან. მათი ვარაუდით, ნავთობის ფასი მიმდინარე წელს შესაძლოა 25 დოლარამდე დაეცეს.