დონალდ ტრამპს მექსიკის საზღვარზე დამცავი ზღუდის აშენება არ გადაუფიქრებია. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა კედლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაც წარმოადგინა. მისი მტკიცებით, სასაზღვრო ბარიერის მშენებლობა 8 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამასთან, მშენებლობის ხარჯები არა შეერთებულმა შტატებმა, არამედ მექსიკამ უნდა დაფაროს. ტრამპის პროექტით, კედლის სიგრძე 1600 კილომეტრი, სიმაღლე კი 12 მეტრი იქნება.