ზიკას ვირუსი ახალშობილებს დედისგან გადაეცემა. ამის შესახებ ამერიკის ვირუსების კონტროლისა და პროფილაქტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ტომ ფრიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოკვლევა ვირუსით ინფიცირებულ ორ ახალშობილს ჩაუტარდა და დედისგან ჩვილის ინფიცირება დადასტურდა. ზიკას ეპიდემია ბრაზილიაში წლის დასაწყისში გავრცელდა. დღეისათვის ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 21 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ინფიცირებული ბავშვები მიკროცეფალიის დიაგნოზით იბადებიან.