პოლონეთი ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩაერთვება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში პოლონური კონტინგენტი წვრთნებსა და დაზვერვით ოპერაციებს შეასრულებს. კონტინგენტის რაოდენობა და დისლოკაციის ადგილი ჯერჯერობით არ სახელდება.