თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ-ტაიპ ერდოღანმა ბათუმს შავი ზღვის ულამაზესი ქალაქი უწოდა. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, მან განაცხადა, რომ ბათუმმა დიდი წარმატებას მიაღწია. მისი თქმით, მიღწეული შედეგი ნამდვილად დასაფასებელია.
"თურქეთი და საქართველო ბათუმის საერთაშორისო აერპოერტით ერთობლივად სარგებლობს. ეს ნდობის საკითხი და ნდობის გამოხატვაა. ეს ნაბიჯი ჩემს მეგობარ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადავდგი~, - განაცხადა ერდოღანმა.
ედოღანმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ბათუმში ჩადიოდა და იგი სულ სხვანაირი ქალაქი იყო.
"ახლა ეს ძალიან განსხვავებული, განვითარებული და გალამაზებული ქალაქია~, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
ერდოღანი ბათუმში დღეს საღამოს, სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. იგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და თურქული ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "შერატონი" დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ერდოღანი თანამშრომლობისთვის "ოქროს საწმისის" ორდენით დააჯოლდოვა.