რუბლი უფასურდება. რუსული ვალუტის კურსი ისევ დაეცა და დოლარის ღირებულება 79,63 რუბლით განისაზღვრა, ევროს კურსმა კი 90 რუბლს გადააჭარბა. ბირჟის ანალიტიკოსთა მტკიცებით, რუბლის გაუფასურება ნავთობის ფასის დაცემას უკავშირდება. უმნიშვნელო მატების შემდეგ შავი ოქროს ფასმა ისევ დაიკლო. ბრენტის მარკის საწვავის ღირებულება დღეისათვის 30 დოლარსა და 5 ცენტს შეადგენს.