რუსეთში ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმები გრძელდება. გვიან ღამით მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში თავს პარტია პარნასის ლიდერს დაესხნენ. მიხაილ კასიანოვს ტორტი ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. კასიანოვმა პოლიციას უკვე მიმართა.