ლონდონში კენსინგტონის სასახლესთან მამაკაცმა თავი დაიწვა. სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, დილით ადრე, პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ მამაკაცი კენსინგტონის სასახლის მინდებარე პარკში უჩვეულოდ იქცეოდა.
03:42 საათზე პოლიციას სასახლეთან ცეცხლმოკიდებული მამაკაცი დახვდათ, რომლის გადარჩენა ადგილზე მისულმა ექიმებმა ვერ შეძლეს.
პოლიცია გამორიცხავს რაიმე სახის კავშირს ტერორიზმთან.
კენსინგტონის სასახლე კემბრიჯის ჰერცოგისა და მისი მეუღლის იფიციალური რეზიდენციაა.