,,ნაციონალურ მოძრაობაში” თბილისის აეროპორტის მუშაობის პარალიზებისთვის, პასუხისმგებლობას მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აკისრებს. გიორგი კანდელაკმა აღნიშნულ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, სწორდედ იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეაჩერა.
“აეროპორტის სანახევროდ პარალიზება სათხილემურო სეზონის პიკზე რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება და ზიანს მიაყენებს ვიზიტორთა შემოდინებას რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ კრიზისულ ვითარებაზე პასუხიმგებელია მთავრობა და ფორმალური პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, 1 მარტიდან 27 მარტამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება. TAV Georgia-ში განმარტეს, რომ დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება.