მდინარე არაგვში დამხჩვალი 18 წლის ბექა ოხანაშვილის ცხედარი იპოვეს.
შეგახსნებთ, რომ დუშეთში, სოფელ ჩარგალათან, მდინარე არაგვში ბექა ოხანაშვილი მაშინ დაიხრჩო, როცა აბიტიურიენტები მშობლებთან ერთად ანანურში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
გზაზე სამარშუტო ტაქსის გაჩერების შემდეგ ოხანაშვილი მეგობართან ერთად მდინარეზე ჩავიდა და წყალში გადავარდა. დაღუპულის მეგობრების განცხადებით, ოხანაშვილი ნასვამი არ ყოფილა. მომხდარზე გამოძება დუშეთის პოლიციამ უკვე დაიწყო.