2016 წელს ევროპა მილიონამდე ლტოლვილს ელის. შემაშფოთებელ პროგნოზს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აკეთებს. ამავე მონაცემებით, გასულ წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მილიონნახევრამდე ლტოლვილმა შეაღწია. მიგრანტთა 91 პროცენტი სირიის, ავღანეთისა და ერაყის მოქალაქეა.