ვიქტორ იანუკოვიჩი მაიდნის მშვიდობიანი მონაწილეების მკვლელობის თანამონაწილეა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა განაცხადა. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვლენილი სამხილები უტყუარია. საპროტესტო აქცია კიევში სპეცრაზმმა 2014 წლის თებერვალში დაარბია, რასაც 106 ადამიანი ემსხვერპლა, ათასზე მეტი კი დაშავდა.