ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 35 ადამიანი იმსხვერპლა, 117-ის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. ექვსნახევარი მაგნიტუდის ბიძგები ტაივანში 6 თებერვალს დაფიქსირდა, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დროდე გრძელდება.