გაერო ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება გახდა, რომელმაც კოსმოსში თანამგზავრი გაიყვანა. ჩრდილოეთ კორეის საკითხი უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე განიხილა. მიღებული რეზოლუციით, ბალისტიკური რაკეტის გაშვების პრეცედენტი ნებისმიერ შემთხვევაში მიზნად ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს, რის გამოც ფხენიანის წინააღმდეგ საპასუხო ზომები იქნება მიღებული. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს გაეროს უშიშროების საბჭო სავარაუდოდ კვირის ბოლომდე შეიმუშავებს.