რუსეთი „არასერიოზული სახელმწიფოსავით“ იქცევა და უაზრო პროპაგანდას ეწევა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხდადა.
პრეს-მდივნის განცხადებით, რუსეთი თურქეთთან ურთიერთობების დაძაბვას ცდილობს, ხოლო ანკარა 2015 წელის ნოემბერში რუსეთის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინცინდეტის დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა.
იბრაჰიმ კალინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა ქმედებები ჟენევის მოლაპარაკებებზე, სირიის საკითხთან დაკავშირებით, მკვეთრად აგრესიულია.
„რუსეთის მიზანს არა „ისლამური სახელმწიფო“, არამედ ასადის რეჟიმის შენარჩუნება წარმოადგენს“, - განაცხადა პრეს-მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 29 იანვარს რუსეთის თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი რამდენჯერმე შეეცადა რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებას, მაგრამ ეს უკანასკნელი თავს არიდებს „კონტაქტზე გამოსვლას“.
„ის (პუტინი. რედ) თავს არიდებს კონტაქტს პრეზიდენტ ერდოღანთან და თან აცხადებს, რომ მას არავინ უკავშირდება“, - განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.