ჩრდილოეთ კორეამ გამოსაცდელი რაკეტა გაუშვა. ,,ბიბისის“ ცნობით, რაკეტა, რომლითაც ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, კოსმოსში სატელიტი უნდა გაიგზავნოს, დღეს დილით გაუშვეს.
ჩრდილოეთ კორეის გეგმები უკვე დაგმეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებით, ფხენიანი ამგვარად ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გეგმავს.
სამხრეთ კორეა კი ჩრდილოეთს აფრთხილებს, რომ რაკეტის გაშვება ფხენიანს "ძვირი დაუჯდება".
პარალელურად, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდება, მას ჩამოაგდებენ.