ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი სირიაში კრიზისის პოლიტიკური გზით დარეგულირების იდეას მთლიანად მხარს უჭერს. თუმცა მისი თქმით, რუსული ავიაციის დარტყმები სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ არის მიმართული და ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების განვითარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ჟენევაში სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 25 თებერვლამდე გადაიდო. აშშ მიიჩნევს, რომ მოლაპრაკებები სწორედ სირიაში რუსეთის ქმედებების გამო გადაიდო. რუსეთმა კი თავის მხრივ მოლპარკებების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სირიის ოპოზიციას დააკისრა.