თურქმა გამნაღმველებმა სტამბულის გაზიოსმანპაშის რაიონში ბომბი გააუვნებელყვეს. ბომბი ავტობუსის გაჩერებაზე მუყაოს ყუთში იყო მოთავსებული. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ ვრცელდება.
მანამდე სტამბულში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო მოთავსებული. ინციდენტის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ. მომხდარის მიზეზები და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.