"ვიკილიკსის" დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟიმ განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს ეკვადორის საელჩო ლონდონში და ჩაბარდეს პოლიციას, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკმაყოფილებს.
"ბიბისის" ცნობით, თავისუფლების უკანონო დაღკვეთის საკითხზე მომუშავე გაერო-ს კომისია ასანჟთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პარასკევს ჟენევაში გამოაქვეყნებს.
"თუ გაერო ხვალ განაცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ საქმე წავაგე, საელჩოდან გამოვალ და ბრიტანულ პოლიციას ჩავბარდები, რადგან საქმის გასაჩივრებას პერსპექტივა აღარ ექნება", - ნათქვამია ასანჟის განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ვიკილიქსის" ვებგვერდი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელმწიფო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.
შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად, 44 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში აფარებს თავს. 2014 წელს, სექტემბერში, მან გაეროში შეიტანა სარჩელი, იმის მტკიცებით, რომ მისი საელჩოში დაკავება უკანონოდ ხდება.
შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
2014 წელს. სექტემბერში მან გაეროში შეიტანა სარჩელი, იმის მტკიცებით, რომ მისი საელჩოში დაკავება უკანონოდ ხდება.