სააკაშვილი იაცენიუკს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ოდესის გუბერნატორმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულა, მის მთავრობას კი რეფორმების სასაფლაო უწოდა. სააკაშვილის მწვავე რეაქცია უკრაინის ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოჰყვა. აივარას აბრამოვიჩუსის გადადგომას პრემიერმა იაცენიუკმა ბრძოლის ველიდან გაქცევა უწოდა. სააკაშვილის თქმით კი, უკრაინის დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი არა ბრძოლის ველი, არამედ რეფორმების სასაფლაოა.