ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი ოპონენტი არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპის მტკიცებით, თედ კრუზმა აიოვაში ხმები მოიპარა. მისივე თქმით, ხმის დათვლის პროცედურა დარღვევებით ჩატარდა, რამაც კრუზს გამარჯვება მოუტანა. შიდაპარტიულ პირველად არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატმა თედ კრუზმა ტრამპი ხმათა 4 პროცენტით ჩამოიტოვა.