აშშ-ის 2016-2017 წლების პენტაგონის ბიუჯეტი ხუთი ძირითადი საფრთხის გათვალისწინებით მომზადდა, - ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ეშტომ კარტერმა განაცხადა. მან ხუთ ძირითად საფრთხედ რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და „ისლამური სახელმწიფო“ დაასახელა.
„ჩვენ უნდა შეგვეძლოს და ყველა ხედავდეს ამ შესაძლებლობას, მივაყენოთ ზიანი აგრესორს იმით, რომ მან თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, ან მწარედ ინანოს ამის შესახებ“, - განაცხადა კარტერმა. მისი თქმით, აშშ-ს განზრახული აქვს რუსეთისა და ჩინეთის საპასუხოდ გაზარდოს ხარჯები შეიარაღებაზე.
პენტაგონის შეფმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ჩინეთის პრეტენზიაზე სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში სადავო ტერიტორიებზე.
პენტაგონი ახალ საბიუჯეტო წელს 582,7 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს. 2015-2016 წლებში აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი 585 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ბიუჯეტის ერთ-ერთ უმთავრეს ხარჯებს სამეცნიერო -ტექნიკური პროექტები წარმოადგენს. ამ მიზნით, პენტაგონი 71,4 მილიარდს გამოყოფს. წყალქვეშა ფლოტისტვის 8,1 მილიარდია გათვალისწინებული. 7,5-ს შეადგენს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯები. 3,4 მილიარდამდე იზრდება ევროპაში აშშ-ის ხარჯები. საუბარია, როგორც აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდაზე, ასევე - მოკავშირეების დახმარებაზე.