დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა მხარი დაუჭირა ყველა იმ საკანმომდებლო ცვლილებას, რომელიც ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის შენარჩუნებისკენაა მიმართული დამნიშვნელოვნად შეცვლის ურთიერთდამოკიდებულებას ლონდონსა და ბრიუსელს შორის.
,,ბიბისის“ ცნობით, შესაბამისი ცვლილებები დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წარადგინა. ცვლილებები ძირითადად ევროკავშირის მიგრაციულ და მონეტარულ პოლიტიკას ეხება და ოფიციალური ლონდონის წინადადებებს შეიცავს.
აღნიშნული ცვლილებები იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაუჭერს მხარს. 2017 წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში ჩატარდება რეფერენდუმი, რომლის შედეგად გადაწყდება, დარჩება თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში.
თავის გამოსვლაში ტუსკმა ევროკავშირის მთლიანობის შენარჩუნება მისი პრეზიდენტობის მთავარ ამოცანად დაასახელა.