მილიარდერი ჯორჯ სოროსი ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებს. გამოცემა The Hill-ის ცნობით, ამერიკელმა ფილანთროპმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს 6 მილიონი დოლარი გადაურიცხა. კლინტონის საარჩევნო შტაბმა 25,8 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა და კიდევ 33 მილიონი დოლარი აქვს ბიუჯეტში.
როგორც ცნობილია, მილიარდერმა აღნიშნული თანხა 2015 წლის დეკემბერში გადარიცხა, თუმცა, ცნობილი ახლა გახდა.