საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სატანადო ორგამოებმა უნდა შეისწავლონ. მისი თქმით, მამუკა ახვლედიანს არ დაუსახელებია კონკრეტული მოსამართლის გვარი, თუმცა ჩანს, რომ იყო პრობლემა მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნაში.
„მისი ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადიოდა ის ტესტები, რომლებიც გამოიყენებოდა მოსამართლეთა გამოცდებზე. რა თქმა უნდა, თუკი ეს მართალია, ეს არის დარღვევა და შესაბამისმა ორგანოები ეს უნდა შეისწავლონ. ეს მიუთითებს, იმაზე, რომ ჩვენ გავქვს პრობლემა მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნაში. აქ იყო საუბარი კონკრეტულ ტესტზე, რომელიც იყო გატანილი და რომელიც მოხვდა იმ პირის ხელში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გამოცდაში. ნამდვილად არ უთქვამს, კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი და თუმცა ცხადია, რომ ამაში რომ არ ყოფილიყო მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო სკანდალური დოკუმენტაცია, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე არსებულ დარღვევებს ასახავს. მამუკა ახლვლედიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ერთერთმა კონკურსანტმა წინაწარ იცოდა იმ ტესტირების პასუხები, რომელიც მას უნდა გაევლო,