სირიის ოპოზიცია რუსეთისგან ავიადარტყმების შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიციის პრეს-მდივანმა სალიმ ალ-მუსლათმა განაცხადა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას “ისლამის არმიის” ლიდერი მუჰამედ ალუშიც იღებს.“ისლამის არმია” რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.