შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს. ე.წ. მაგნიტსკის სია ვაშინგტონმა კიდევ 4 პირით გაზარდა. პერსონა ნონ გრატად ამჯერად ევგენი ანტონოვი, ბორის კიბისი, პაველ ლაპშოვი და სევასტოპოლის მკვიდრი ალექსეი ანიჩინი გამოცხადდნენ. ამერიკული მხარის მტკიცებით, ისინი მაგნიტსკის საქმესთან არიან კავშირში. ამჟამად მაგნიტსკის სიაში 34 პირია შეყვანილი. იურისტი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში 2009 წელს გარდაიცვალა.