ტრამპი ლიდერობას კარგავს. პირველად შიდაპარტიულ არჩევნებში, რომელიც აიოვას შტატში ჩატარდა, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი თედ კრუზი ლიდერობს. მას ხმა ამომრჩეველთა 30,1 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე კი ხმათა 28,8 პროცენტით ტრამპი გავიდა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს ჩატარდება.