საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ პრეზიდენტს წინასწარ კრიტიკული განწყობით არ ხვდება, მისივე თქმით, თუკი გიორგი მარგველაშვილი მისთვის მიუღებელ განცხადებებს გააკეთებს მის გაკრიტიკებას არ მოერიდება.
„მოვუსმენ ჯერ ანგარიშს, თუ საინტერესო და მისაღები იქნება, მე ახირება კი არ მაქვს, შევაქებ კიდევაც. წინასწარ რა მომეწონება ამას ვერ ვიტყვი, ხო არ ვუკარნახებ, მერე ვაითუ გაითვალისწინოს და ზემოქმედებად ჩამითვლიან..“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით, 3 თებერვალს წარსდგება.