დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში? დევიდ ქემერონისა და დონალდ ტუსკის შეხვედრის შემდეგ საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით ვერც ამჯერად დასრულდა. ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეძლებენ.
ოფიციალური ლონდონის განმარტებით კი მოლაპარაკებებზე მხარეები ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უკვე შეთანხმდნენ. როგორც ირკვევა, ბრიუსელმა ლონდონს მიგრანტებისთვის სოციალური შემწეობების შემცირების უფლება უკვე მისცა.
გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კავშირიდან გასვლით იმუქრება.