ანკარამ მოსკოვს სუ-34-ის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ანკარის მიერ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯები არ კმარა. რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.