სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 აფეთქების შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ,,ბიბისი” ადგილობრივ სახელისუფლებო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი აეთქება მოხდა შიიტურ მავზოლეუმთან გაჩერებულ ავტომობილში. თავდასხმა მოხდა შიიტებზეც, რომლებიც მავზოლეუმისკენ მოემართებოდნენ.
ლიბანის შიიტური მოძრაობა ,,ხესბოლა“ და ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერის მთავარი მიზანია დაიცვან მავზოლეუმი, რომელშიც დაკრძალულია წინასწარმეტყველი მუხამედის შვილიშვილი. მავზოლეუმზე ტავდასხმა 2015 წელსაც განხორციელდა.