საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები დღეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცვნენ. მათი მონაწილეობით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესფორუმი გაიმართა.
შეხვედრა ეკონომიკური განვითარების მინისრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ გახსნეს.
"საქართველოში არსებული ვითარება შეიცვლა და იგი მკვეთრად განსხვავდება იმ პერიოდისგან, როდესაც მათ ქვეყანა დატოვეს. მნიშვნელოვანია საზღვაგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ბიზსმენებმა ადგილზე გაიცნონ ის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა~, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, 30-მდე ბიზნესმნენი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და მათი საქმიანობის სფეროც განსხვავებულია. ბიზნესმენებს შორის არიან ტურიზმის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები.
"ჩვენ ბიზნსფორუმის დაწყებამდე გვქონდა არაფორმალური შეხვედრაც, სადაც მათ კონკრეტული დაინტერსებები გამოხატეს, ეს ეხება როგორც ტურიზმის ასევე სხვა სფეროებსაც", - განაცხდა პოლიკაშვილმა.
მისი თქმით, ბიზნსმენებს იმ ქვეყნებში სადაც ცხოვრობენ, საკმაოდ დიდი კონტაქტები აქვთ, რაც ინვესტიციების მოზიდვის თავსაზრისით ასევე დიდ რესურსად შეიძლება ჩაითვალოს.
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები საქართველოში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, ასევე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით პრეზენტაციებიც მოისმინეს. მათ საქართველოში, ტურისტულ, საპრივატიზაციო და სხვა სფეროების პროექტებში მონაწილეობას სთავაზობენ.
ისინი დღესვე მესტიაში და ბათუმში გაემგზავრებიან და ტურისტულ ინსფრასტრუქტურასა და სხვა ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთანაც.
ბიზნესმენები საქართველოში ეკონომიკის სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლი პროექტის - "დაბრუნება საქართველოში" ფარგლებში ჩამოვიდნენ. პროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა შეუქმნას საქართველოში კაპიტალი დააბანდონ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.