რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია საერთაშორისო სასამართლოს ქმედებებით - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისივე თქმით, ჰააგის პროკურორი ,,ფაქტობრივად მოქმედებს აგრესორის მხარეს და გამოძიებას იწყებს თავდასხმის მსხვერპლთა წინააღმდეგ”.
რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფატუ ბენსუდა უნდა გასაუბრებოდა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს.
„რუსეთმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის სისხლის სამართლის საქმის 30–ზე მეტი ტომი გადასცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხისა და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ადასტურებს. მაგრამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ადანაშაულებს ოსებს, და უფრო მეტიც რუს სამხედროებს, ფაქტობრივად მოქმედებს აგრესორის მხარეს და გამოძიებას იწყებს თავდასხმის მსხვერპლთა წინააღმდეგ. შეუძლებელია თქვა, რომ ასეთი ქმედებები პასუხობს მართლმსაჯულების იდეალებს. რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია სასამართლოს ქმედებებით, რომელმაც მხარი დაუჭირა ბენსუდას პოზიციას. არ იქნებოდა ცუდი, თუ ის გაესაუბრებოდა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ აჩვენონ მათ ფოტო–ალბომები, იმ ადამიანების სურათები, რომლებიც მათ დაკარგეს და მოუყვნენ მათი ოჯახების, მშობლებისა და შვილების ისტორიები,“ - აცხადებს მარია ზახაროვა.
საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომის თაობაზე გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.