საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, დადებითი ტენდენცია არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილიმა ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ მას პირადად აქვს ყოველდღიურად კონტაქტი, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან, რაც პრინციპულად მნიშვლეოვანია.
„ლარის კურსი, თუ არ ვცდები 2.46 და რაღაცაზეა ჩამოსული. აქედან გამომდინარე, აქ აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად, ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველა შტოს, ვინც ამაში ვიღებთ მონაწილეობას, მეტად თუ ნაკლებად, ჰქონდეს სინქრონიზირებული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნებები და აღქმები და ამ მიმართულებით, კვლავ ვამბობთ, რომ მაკროეკონომიკაში რაც იყო პარამეტრები, ის შესწორება ახლა მოხდა და ჩვენ მეტს არ ველოდებით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.