ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში წეროვანის საჯარო სკოლაში ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი სკოლის დარბაზში დევნილ ბავშვებს შეხვდენბიან. ჩატარდება ვიქტორინა - რა ვიცით ევროკავშირიზე. ვიქტორინაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა კი ევროკავშირის სიმბოლიკით საჩუქრები მიიღეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი ბავშვებს ევროკავშირის ისტორიაზე, მის შექმნაზე და ძირითად ფასეულობებზე ესაუბრა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირზე ბევრი რამ უნდა იცოდეს: "ევროკავშირის შესახებ არა მხოლოდ დევნილმა ბავშვებმა, არამედ, ზოგადად, ქართულმა საზოგადოებამ ბევრი უნდა იცოდეს. Eიმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ევროპული ოჯახის წევრი ვიყავით და რუსეთთან ავბედითი ურთიერთობების გამო, ჩვენდა უნებურად, ამ პროიცესს ჩამოვცილდით. მეორე იმიტომ, რომ უნდა გქონდეს წარმოდგენა ვინ გეხმარება. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ოჯახებს ძირითადად ევროკავშიორის წევრი ქვეყნები ეხმარებიან."
დევნილმა ბავშვებმა ასევე ნახეს მოკლემენტაჟიანი დოკუმენტური ფილმი ევროკავშირზე. სკოლის ყველა მოსწავლემ კი საჩუქრად 2 წიგნი - "მოგზაურობა ევროკავშირში" და "მოდი, გავიცნოთ ევროპა" მიიღო. აღნიშნულ წიგნები საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკასაც გადაეცა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კი გაიჭრა ტორტი ევროკავშირის სიმბოლიკით.