ე. წ. ღორის გრიპის ვაქცინაცია დღეიდან იწყება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, საწყის ეტაპზე სამედიცინო პერსონალი, ორსულები და რისკჯგუფები აიცრებიან. სურვილის მიხედვით კი, ვაქცინაცია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ვაქცინაცია უფასოა.
H1N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 10 000 დოზა საქართველომ საერთაშორისო კომპანიისგან შეიძინა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპის მორიგი ტალღა შემოდგომა-ზამთარშია მოსალოდნელი.