იტალიის ხელისუფლებამ ირანის ლიდერის ვიზიტისას განსაკუთრებულ ზომებს მიმართა. იმისათვის, რომ ჰასან როუჰანისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ, რომის კაპიტოლიუმის მუზეუმებში შიშველი სკულპტურები შეფუთეს. ირანის ლიდერის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე არც ალკოჰოლი იყო, რადგანაც ირანში ალკოჰოლის მიღება იკრძალება. ვიზიტი როუჰანიმ რომის პაპთან შეხვედრით დაასრულა, რის შემდეგაც 2-დღიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა.