შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, უხვთოვლობამ 48 ადამიანი იმსხვერპლა. მათი ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას, ნაწილი ბუნებრივი აირის გაჟონვას და ყინვას ემსხვერპლა. ქვეყნის 11 შტატში ამ დრომდე საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.