დონალდ ტრამპი "ფოქს ნიუსის" დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჟურნალისტ მეგინ კელის გაუნაწყენდა, რომელსაც წინა დებატები მიჰყავდა. მილიარდერმა ჟურნალისტი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ღიად განაცხადა, რომ "ფოქს ნიუსში" მისვლას სწორედ მის გამო არ აპირებს. როგორც ტრამპი ირქმუნება, დებატების დღეს ის საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას.