ისრაელის თავდაცვის მინისტრი კი ტერორისტებთან თანამშრომლობის ბრალდებას თურქეთს უყენებს. მოშე იაალონის მტკიცებით, ანკარა ისლამისტებთან ნავთობით ვაჭრობს. “ისლამური სახელმწიფო თურქეთს ნავთობს აწვდის, რაშიც თურქულ ფულს იღებს. ვიმედოვნებ, ამას ბოლო მოეღება,”-აღნიშნა იაალონმა. ანალოგიური ბრალდება ანკარას რუსეთმაც არაერთგზის წაუყენა.