დღეს, 17 მაისს, 9.40 საათზე, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში წეროვანის საჯარო სკოლაში ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი დევნილ ბავშვებს შეხვდებიან. ჩატარდება ვიქტორინა - რა ვიცით ევროკავშირზე.
ბავშვები საჩუქრად სუვენირებსა და წიგნებს მიიღებენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი გაიჭრება ტორტი ევროკავშირის სიმბოლიკით.