მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე ახალი მთავრობისთვის 100-დღიანი ვადის მიცემას ითხოვს. ანდრიან კანდუს თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა მინისტრთა ახალი კაბინეტის გადაყენების შესახებ გადაჭარბებულია და მთავრობას სამუშაოდ 3-თვიანი ვადა მაინც უნდა მიეცეს. საპროტესტო ტალღა კიშინევში მას შემდეგ აგორდა, რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად პაველ ფილიპის კანდიდატურა დაამტკიცა. ოპოზიციის აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და შენობის ბლოკირება მოახდინეს. ოპოზიცია მთავრობას გადადგომის ულტიმატუმს უყენებს.