ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგავოი ბრიტანეთში მის ექსტრადირებას გამორიცხავს. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ლონდონის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ლუგავოი ლიტვინენკოს მკვლელობაში საზოგადოებრივმა გამოძიებამ დაადანაშაულა. ბრალდების დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეფ-ეს-ბეს ყოფილი აგენტი ლუგავოიმ და ბიზნესმენმა დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს. საზოგადოებრივი გამოძიების დასკვნა შესაძლოა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების მიზეზი გახდეს, რაც ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმაც დაადასტურა.